საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი

ოპოზიცია სასამართლოს საკითხზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივას შემდეგ სასესიო კვირაშიც დააყენებს. ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ პლენარულ სხდომებზე დასწრების შეწყვეტას არ აპირებენ და მომდევნო კვირაში მინიმუმ 50 ოპოზიციონერი დეპუტატის მობილიზაციის პირობას დებენ. ისინი ხელისუფლებას რეგლამენტით მინიჭებული ბერკეტის შეზღუდვაში და საპარლამენტო საქმიანობის პარალიზებაში ადანაშაულებენ. სასამართლო სფეროში პოლიტიკური ჩარევის არგუმენტით კომისიის შექმნის მხარდაჭერას გამორიცხავს მმართველი პარტია.

მანანა დევაძე გაგვაცნობს მხარეთა პოზიციებს.