პარლამენტართა ხელფასები იზრდება

პარლამენტის წევრების გაზრდილი ხელფასები რიცხვების ნაცვლად, კოეფიციენტებით იქნება წარმოდგენილი. ცვლილებების კორექტირებული პროექტი პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილეს. დოკუმენტი დეპუტატების ხელფასების მატებას ითვალისწინებს. დადგენილი იქნება 7-დან 8.5-მდე კოეფიციენტი. შალვა პაპუაშვილის განმარტებით, კანონით დადგენილი კოეფიციენტების ათვისება ბოლომდე არ ხდება. რეგლამენტის პროექტის შეცვლილი ვარიანტის თანახმად, პარლამენტის წევრის გასამრჯელო შესაბამისი წლის „სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონით დადენილი საბაზო თანამდებობრივი სარგოს განსაზღვრულ კოეფიციენტზე ნამრავლით განისაზღვრება. ცვლილება მომავალი მოწვევის პარლამენტის წევრებს შეეხება.