ივლისიდან ლესელიძისა და მის მიმდებარე ქუჩებზე პარკირება ფასიანი გახდება.
რეგულაცია მხოლოდ ადგილობრივებს არ შეეხებათ. პარკირების საფასური ჯერ დადგენილი არ არის. მერიაში ამბობენ, რომ საწყის ფასად 50 თეთრი განიხილება. რაც შეეხება სხვა უბნებს, აქ ფასიანი პარკირების შემოღება ახალი ავტობუსების შემოსვლის შემდეგ იგეგმება.
მსჯელობა სავარაუდოდ წლის ბოლოდან დაიწყება.