პარიზში მიმდინარე წიგნის ფესტივალი, სადაც საქართველოც არის წარმოდგენილი, დღეს დაიხურება. ღონისძიებას მწერალთა სახლი ეროვნული სტენდით წელს პირველად ესწრება. დღეს მთავარ სცენაზე წიგნს – „მზე, მთვარე და პურის ყანა“ წარადგენენ ავტორი, მწერალი და კინორეჟისორი თემურ ბაბლუანი და ასევე, ეროვნული კინოცენტრის წარმომადგენელი ევროპაში სოფიო ბაბლუანი. მანამდე კი ქართულ სტენდთან საქართველოს მწერალთა სახლისა და ქართველი გამომცემლების მონაწილეობით საქმიანი შეხვედრაც გაიმართა, სადაც ფრანგულად თარგმნილი კლასიკური და თანამედროვე ქართული პროზაული და პოეტური ნაწარმოებები წარადგინეს. ღონისძიებებს კულტურისა მინისტრი, მწერალთა სახლის დირექტორი, საფრანგეთში საქართველოს ელჩი და ლიტერატურული სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.