პარამედიკოსების პირველი ჯგუფის მომზადება დასრულდა. წარმატებულ კურსანტებს სერტიფიკატები გადაეცათ. ცხრა პარამედიკოსი რეგიონებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურებში განაწილდება და მხოლოდ მაღალი პრიორიტეტის გამოძახებებზე გავა.
აპლიკანტები საკონკურსო წესით მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარდგენისა და ნორმატივების ჩაბარების საფუძველზე შეირჩნენ. მოგვიანებით კი, გადაუდებელი დახმარების შესახებ ოთხთვიანი კურსი გაიარეს.
სწავლება თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს მოიცავდა. პროექტი ამიერკავკასიაში პირველად ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით, ეროვნული სასწავლო ცენტრის ბაზაზე ხორციელდება და გადაუდებელი დახმარების ხარისხის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.