ქართველმა პარა მოფარიკავე, ნინა თიბილაშვილმა პარიზის პარალიმპიურ თამაშებზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ჩვენმა პარასპორტსმენმა ფინალურ ბლოკში, ხმლით ასპარეზობის მესამე ადგილისთვის დაპირისპირებაში, ფრანგი მოწინააღმდეგე 15:11 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ნინა ტოკიოს 2020 წლის პარალიმპიური თამაშების ვიცე-ჩემპიონია. პარა ფარიკაობის ხმლით ასპარეზობის ტურნირზე გამომსვლელმა მეორე ქართველმა, ირმა ხეცურიანმა პარალიმპიადა უმედლოდ დაასრულა.
დღეს პარიზის პარალიმპიურ თამაშებზე სამი ქართველი გამოვა. ეტლით ფარიკაობაში, რაპირის დისციპლინაში ნინა თიბილაშვილი და ირმა ხეცურიანი იასპარეზებენ, პნევმატური შაშხანიდან სროლაში კი ვლადიმერ ჭინჭარაული შეეცდება მედლის მოპოვებას.