პარაგლაიდინგის ფედერაციის წევრების პრესკონფერენცია

რეგულაციებისა და უსაფრთხოების ნორმების არარსებობა – გუდაურში მომხდარ ტრაგედიაზე საქართველოს პარაგლაიდინგის ფედერაციაში ისაუბრეს.
ფედერაციის წარმომადგენლები განმარტავენ, რომ ეს სფერო სათანადოდ რეგულირებული არ არის და არც მისი შემოწმება ხდება. ფედერაციაში ფიქრობენ, რომ ახლა ერთ-ერთი სწორი გზა დაინტერესებული პირების შეკრება და უსაფრთხოების ზომების მიღებაა, რაც პირველ რიგში პილოტის კვალიფიცირებასა და აღჭურვილობის გამართულობას ეხება. მედიასთან საუბრისას, ფედერაციაში შსს-ს მინისტრის განცხადებასაც გამოეხმაურნენ და თქვეს, რომ პარაპლანით ფრენის აკრძალვა რადიკალური ნაბიჯი იქნება და ამ გადაწყვეტილებამ, შესაძლოა, ვითარება კიდევ უფრო დაამძიმოს.