გუდაურში დაღუპული სამაშველო ჯგუფი

გუდაურში დაღუპული სამაშველო ჯგუფის ექსპერტიზა დასრულებულია. დაღუპული მფრინავების, მაშველებისა და ექიმების ცხედრები ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან უკვე საკუთარ სახლებში გადაასვენეს. 29 ივლისის სამაშველო ოპერაცია გუდაურში მსხვერპლით დასრულდა – შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა, რომელიც პარაპლანისტების ხევიდან ამოყვანას ცდილობდა, მართვა დაკარგა და ჩამოვარდა. ვარდნას თან ახლდა ძლიერი აფეთქებაც. ბორტზე 8 ადამიანი იმყოფებოდა მათ შორის პილოტები, მაშველები და მედიკოსები. დაღუპულთა შორის არიან მფრინავები – ლევან ჩოხელი, ზაზა ლორია, დიმა ქააძე, ანდრო ქუჯოშვილი. მაშველები – კახა ტორჩინავა და გიორგი მარგიანი.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმები – ქეთი გულაგაშვილი და გიორგი ვენეცკი.