ჯილდო სამოქალაქო თავდადებისთვის

გუდაურში სამაშველო ოპერაციისას დაღუპულები სამოქალაქო თავდადებისათვის მედლით დაჯილდოვდნენ – ეს საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებაა. ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ სამაშველო ოპერაციის შესრულებისას გარდაცვლილი ზაზა ლორია, დიმიტრი ქააძე, ლევან ჩოხელი, ანდრო ქუჯოშვილი, გიორგი მარგიანი, კახა ტორჩინავა, გირგი ვენეცკი და ქეთევან გულაღაშვილი უმაღლესი სამოქალაქო პასუხისმგებლობისათვის, სამაგალითო, თავგანწირული ქმედებისათვის დაჯილდოვდნენ.