პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაციის ასაკობრივი ზღვარი გაიზარდა.
თუ მანამდე ვაქცინის გაკეთება სახელმწიფო გეგმიური პროგრამით 10-დან 13 წლამდე იყო დასაშვები, ახლა იმუნიზაციის უფასო პროგრამაში ჩართვა 18 წლამდე გოგონებსაც შეუძლიათ. დაკვირვება აჩვენებს, რომ ასაკის მატებასთან ერთად მიმართვის რაოდენობამაც მოიმატა. მოსახლეობაში ცნობიერების გასაზრდელად და საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციისთვის ვაქცინის ეფექტურობაში დასარწმუნებლად მალე საინფორმაციო კამპანიის კიდევ უფრო გააქტიურება იგეგმება.