„თალიბანი“ ავღანეთში ბოლო პოზიციებს იკავებს.
რადიკალური დაჯგუფების მებრძოლებს პანჯშირის პროვინციაში აჰმად მასუდის „წინააღმდეგობის ძალები“ ალყაში ჰყავთ მოქცეული და მოლაპარაკებებისთვის ემზადებიან. დასანებებლად მიცემულ ოთხსაათიან ვადას და ტერიტორიის დათმობისკენ მოწოდებებს მოძრაობის ლიდერმა უკვე უპასუხა კატეგორიული უარით. დიალოგის გაგრძელება ეჭვქვეშ დგას. მძიმე სიტუაციაა დედაქალაქშიც. ქაბულის აეროპორტის შესასვლელთან დღესაც გაისროლეს. დაღუპულია ავღანეთის უსაფრთხოების ძალების თანამშრომელი. გავრცელებული ინფორმაციით, ორმხრივ სროლაში გერმანელი და ამერიკელი სამხედროებიც მონაწილეობდნენ. 20 წლის შემდეგ მმართველობაში დაბრუნებული ექსტრემისტული დაჯგუფებისგან მოსალოდნელი საფრთხეების თავიდან ასაცილებლად, ადგილობრივები ქვეყანას მასობრივად ტოვებენ.