პანელური დისკუსია ელჩების მონაწილეობით

შვიდი ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანების საიუბილეო მეოცე წელიწადთან დაკავშირებით, თბილისში დისკუსია გაიმართა. მასში ბულგარეთის, ესტონეთის, ლატვიის, ლიეტუვის, რუმინეთის, სლოვაკეთისა და სლოვენიის ელჩების მონაწილეობდნენ. ელჩების მხრიდან ყურადღება გამახვილდა ნატო-ში ინტეგრაციის მხრივ ქვეყნების უსაფრთხოების მიმართულებით პროგრესზე. ღონისძიებაზე მყოფმა ელჩებმა განცხადებები გააკეთეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებითაც.