მიხეილ თამარაშვილის გამზირსა და ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის გადაკვეთაზე პანდუსი ეწყობა. სამუშაოების შემდეგ ამ მონაკვეთზე პირდაპირ გასვლა იქნება შესაძლებელი. პროექტის ფარგლებში განხორციელდება საყრდენი კედლების მშენებლობა, ასევე დამონტაჟდება გარე განათების ქსელი, მოეწყობა ტროტუარი და მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდება გამწვანების სამუშაოები. ახალი სატრანსპორტო კვანძი დარეგულირებული იქნება შუქნიშნებით, რაც უფრო უსაფრთხოსა და კომფორტულს გახდის როგორც ქვეითთა, ასევე ავტომობილების გადაადგილებას.
პროექტი დედაქალაქის ბიუჯეტიდან მილიონ ნახევარი ლარით დაფინანსდება.