1994 წლის შემდეგ პირველად საქართველოში გარდაცვალების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა.
2021 წლის მონაცემები, ბუნებრივია, კოვიდ-პანდემიას უკავშირდება. მარტო გასულ წელს ქვეყანაში 59 906 ადამიანი დაიღუპა. შემცირებულია შობადობის მაჩვენებელიც. მეექვსე ტალღის გადავლის და ინფიცირების დინამიკის მკვეთრი შემცირების შემდეგ სამედიცინო სექტორი კოვიდ-პანდემიის მძიმე შედეგებს აჯამებს. ექიმების ნაწილი თანხმდება, რომ პანდემია დასასრულისკენ მიდის და „კოვიდ-19“ ნელ-ნელა ენდუმურ ვირუსად ყალიბდება, თუმცა გაზაფხულის ბოლოს ეპიდემიოლოგები კიდევ ერთ ტალღას არ გამორიცხავენ, რის გამოც ნომერ პირველ ამოცანად ასაკოვანი ადამიანების ვაქცინაცია სახელდება.