მსოფლიოს მასშტაბით ვაქცინაციის პროცესის მიმართ პრეტენზიები სულ უფრო ხშირდება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი „კოვაქს“ პლატფორმის გვერდის ავლით ფარულ კონტრაქტებზე საუბრობს და პირდაპირ ამბობს, რომ მდიდარ და ღარიბ ქვეყნებზე ვაქცინა არათანაბრად და არასამართლიანად ნაწილდება. ვაქცინებით მომარაგებაზე დაწყებული დავა მწვავდება ევროკავშირსა და ფარმაცევტულ კომპანია „ასტრაზენეკას“ შორისაც. ბრიტანულ-შვედური კომპანია ერთ-ერთია, რომელთანაც ევროკავშირმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შესყიდვაზე კონტრაქტი გააფორმა, თუმცა აღმოჩნდა, რომ წარმოების პრობლემის გამო, ვადები შესაძლოა დაირღვეს. დოზების დანაკლისის გამო, ვაქცინაციის პროცესი დროებით შეაჩერა ესპანეთმა. ლევან ახალაია არკვევდა, დგას თუ არა მსოფლიო კოვიდ-19-ის ვაქცინების დეფიციტის ზღვარზე.