რა ვითარებაა იმ ქვეყნებში, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა ორი დოზით არის აცრილი. მათ შორისაა ხორვატია, რომელმაც მძიმე ტალღების შემდეგ, ტურისტული სეზონი წელს პირველად გახსნა. ის ახლა ერთ-ერთ უსაფრთხო ქვეყნად არის მიჩნეული. ადგილზე ტურისტებს მხოლოდ ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტით და „პისიარ“ტესტის პასუხებით იღებენ. ქვეყნის ტერიტორიაზე განსაკუთრებული შეზღუდვები აღარ მოქმედებს, მოხსნილია პირბადის ტარების ვალდებულებაც. საკურორტო ზონები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ვიზიტორებით არის სავსე. ხალხმრავლობასა და ტურისტების მზარდ ნაკადებს 4-მილიონიან ხორვატიაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა არ გაუუარესებია, პირიქით, ქვეყანაში ინფიცირების დღიური მაჩვენებლები ყოველდღე მცირდება. ფიქსირდება გარდაცვალების ერთეული შემთხვევები.
ვნახოთ „მოამბის“ სპეციალური კორესპონდენტების, გაბრიელ ნაპოლეონესა და ლუკა ჩხაიძის რეპორტაჟი ხორვატიიდან.