ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-19-ით ინფიცირების კიდევ ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მათგან ერთ-ერთი, რუსეთის უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტია. საერთო ჯამში, ვირუსი სულ 12 ადამიანს აქვს დადგენილი. მათ შორის სამი შემთხვევა 13 მაისს დადასტურდა.
რაც შეეხება ოკუპირებული ცხინვალის რეგიონს, ბოლო მონაცემებით, ინფიცირებულთა რიცხვი აქ 25-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში ამჟამად 290 ადამიანი იმყოფება.