პაციენტთა მდგომარეობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე

12:20, 14.05.2020

ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-19-ით ინფიცირების კიდევ ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მათგან ერთ-ერთი, რუსეთის უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტია. საერთო ჯამში, ვირუსი სულ 12 ადამიანს აქვს დადგენილი.  მათ შორის სამი შემთხვევა 13 მაისს დადასტურდა.

რაც შეეხება ოკუპირებული ცხინვალის რეგიონს, ბოლო მონაცემებით, ინფიცირებულთა რიცხვი აქ  25-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში ამჟამად 290 ადამიანი იმყოფება.

მსგავსი