პაციენტთა ჯანმრთელობის მდგომარეობა

ხუთი ახალი ინფიცირებული წუხანდელი ღამის განმავლობაში.

ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით, კორონავირუსის დადასტურებული 233 ფაქტი გვაქვს. მათგან 54 გამოჯანმრთელებულია. აქვე უნდა განვმარტოთ, რომ ხუთი ახალი შემთხვევიდან ორი ქვეყნის შიგნით გამოვლინდა. საქართველოს სამ მოქალაქეს კი, კორონავირუსი სამშობლოში დაბრუნებამდე, მეზობელ ქვეყნებში დაუდასტურდა.

განცხადება, რომელიც ცოტა ხნის წინ ინფექციურ საავადმყოფოში გაკეთდა, თათია ტაბეშაძემ მოისმინა და უფრო დაწვრილებით ახლა სწორედ ის ისაუბრებს.