პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას 62 წლის მარნეულელი ქალი ტოვებს, რომლის მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო და ექიმებიც დამაიმედებელ პროგნოზს ვერ აკეთებდნენ. თუმცა ის კორონავირუსისგან სრულად განიკურნა.
თათია ტაბეშაძე ჩაგვერთვება პირდაპირ ეთერში პირველი საუნივერსიტეტო კლინიკიდან, სადაც რამდენიმე წუთის წინ საავადმყოფოს დირექტორმა მედიას ბოლო ინფორმაცია მიაწოდა.