რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამ დროისთვის ლაბორატორიიდან ხუთ ახალ პასუხს ელოდებიან. მანამდე მიღებული ექვსი ტესტიდან კი ყველა უარყოფითია. კლინიკაში ჯამში 47 პაციენტს აკვირდებიან. შედარებით გაუმჯობესებულია მარნეულიდან გადმოყვანილი მამაკაცის მდგომარეობა.