საჩხერის კლინიკაში რჩება პაციენტთა ნაწილი, მათგან ერთს კოვიდ-19 უკვე დადასტურებული აქვს, კიდევ ერთი მოქალაქის პასუხებს კი ლუგარიდან დღეს ელოდებიან. ის ჭიათურის მკვიდრია, საზღვარგარეთ ბოლო პერიოდში არ ყოფილა, თუმცა საავადმყოფოს დირექტორის ცნობით, მას უცხოეთის მოქალაქეებთან ჰქონდა კონტაქტი. რამდენიმე დღის წინ კი, გარკვეული სიმპტომები გამოუვლინდა, რის გამოც, მისი კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო. ანალიზის შედეგები დღის ბოლომდე გახდება ცნობილი.