ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში.
ამ დროისთვის სამედიცინო დაწესებულებაში კორონავირუსით ინფიცირებული 66 პაციენტი მკურნალობს. კლინიკაში გადმოიყვანეს საგარეჯოს „ჯეოჰოსპიტალსის“ ექთანიც, რომელსაც პირველადი ტესტირებით „კოვიდ 19“ დაუდასტურდა.
ახალი კოვიდინფიცირებული პაციენტები არ მიუღია თბილისის ინფექციურ კლინიკას, სადაც ამ დროისთვოს 44 პირი მკურნალობს. მათ შორის ერთის მდგომარეობა მძიმეა. კლინიკა გუშინ სამმა გამოჯანმრთელებულმაც დატოვა.
თამარ ნადარეიშვილი დეტალებით.