საქართველოში ახალი კორონავირუსით 394 პაციენტია ინფიცირებული, მათ შორის გამოჯანმრთელდა 86, გარდაიცვალა ოთხი ადამიანი.
სტატისტიკა დღეს დილით შეიცვალა. ვირუსი კიდევ ექვს ადამიანს დაუდასტურდა. მათ შორის ორ პაციენტს თბილისის ზღვის ჰოსპიტალში. ერთი მათგანი ბოლნისის კლასტერია, მეორე პაციენტის ინფიცირების წყაროზე კი ექიმი ვერ საუბრობს. რაც შეეხება პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას, აქ 91 ინფიცირებული პაციენტი რჩება, აქედან 10 რეანიმაციულ განყოფილებაშია, ხუთის მდგომარეობა კრიტიკულია.