თბილისის ინფექციურ კლინიკაში ამ დროისთვის ახალი პაციენტები არ მიუღიათ. კლინიკის ბოქსირებულ გამყოფილებაში ამ ეტაპზე 45 ინფიცირებული პაციენტიდან ოთხის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა დაავადება არ პროგრესირებს. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა საშუალო სიმძიმის და შედარებით მსუბუქია.