საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 148-მდე გაიზარდა. მათგან 27 გამოჯანმრთელდა.
თბილისის ინფექციურ კლინიკაში ამ დროისთვის 40 დადასტურებული პაციენტი მკურნალობს, მათგან ორი პაციენტი გუშინ დღის მეორე ნახევარში შეიყვანეს. კრიტიკულად მძიმე რჩება ორი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა.
რაც შეეხება ბოჭორიშვილის კლინიკას, გუშინ ორი ახალი პაციენტი შეიყვანეს, რომელთა ინფიცირების წყარო ჯერ დადგენილი არაა.
როგორია პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა და ელოდებიან თუ არა უახლოეს დღეებში პაციენტების კლინიკიდან გაწერას, – თამარ ნადარეიშვილი დეტალებით.