ოზურგეთში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან

ოზურგეთში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან. სპეციალურმა კომისიამ მუშაობა უკვე დაიწყო.

უხვი ნალექის გამო მდინარეები – ნატანები და ბჟუჟი ადიდდა. დაზიანდა სახიდე გადასასვლელები, გზის სავალი ნაწილები, დაიტბორა საცხოვრებელი სახლის ეზოები, წაღებულია საყანე ფართობები და საკარმიდამო ნაკვეთების ნაწილი, დახოცილია შინაური ფრინველი.

პრობლემები შეიქმნა სოფლებშ: შემოქმედი, გომი, წითელმთა, ბახვი, ვაკიჯვარი, ბოხვაური და ცხემლისხიდი. დაიტბორა ოზურგეთის ქუჩებიც.

ძლიერმა წვიმამ პრობლემები შეუქმნა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტსაც. უხვმა ნალექმა რამდენიმე სოფელში წყალმოვარდნები გამოიწვია. ხელისუფლების ინფორმაციით, მაგისტრალში წყლის ამღვრევის საშიშროების გამო, პრევენციის მიზნით, ჩოხატაურს წყალი დროებით არ მიეწოდება.

გურიაშია ამ დროისთვის უკვე გამოიდარა.