ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
საკრებულოს წევრის, ბესო ქათამაძის მხარდამჭერები და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ქათამაძის ცემის ფაქტს აპროტესტებენ და ინციდენტში მონაწილე ყველა პირის დასჯას მოითხოვენ.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.