ოზურგეთში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

15:12, 18.06.2018

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

საკრებულოს წევრის, ბესო ქათამაძის მხარდამჭერები და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ქათამაძის ცემის ფაქტს აპროტესტებენ და ინციდენტში მონაწილე ყველა პირის დასჯას მოითხოვენ.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

მსგავსი