ოზურგეთის პირველ საჯარო სკოლის რეაბილიტაცია იწყება

ოზურგეთის პირველ საჯარო სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება. სიახლე პედაგოგებთან შეხვედრაზე უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, თემურ მურღულიამ გაკეთეს.

სკოლა 170 წლისაა. წინასწარი ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოები შენობის ორივე კორპუსში ჩატარდება.