ოზურგეთის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის მტკიცებით, "ქართული ოცნება" გაყალბებისთვის ემზადება - რას პასუხობს მმართველი გუნდი ბრალდებებს
მზადება მეორე ტურისთვის ბრალდებების ფონზე მიმდინარეობს. ოზურგეთი, სადაც არჩევნების მეორე ტურისთვის ემზადებიან, ისევ ყურადღების ცენტრშია. მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის მტკიცებით, “ქართული ოცნება” გაყალბებისთვის ემზადება.
კონსტანტინე შარაშენიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე, გარკვეული წერილობითი მასალა წარმოადგინა და ამტკიცებდა, რომ მმართველი გუნდი გამარჯვების მოპოვებას საარჩევნო მანიპულაციებით გეგმავს.
შარაშენიძის ბრალდებებს მმართველ გუნდში უსაფუძვლოს და ცილისწამებას უწოდებენ.