ოთხი ოპოზიციური პარტია „ეროვნულ საბჭოს“ ქმნის. მიზანი, 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე საზოგადოებისთვის რეალური ალტერნატივის შეთავაზებაა. მათი განცხადებით, დასამარცხებელია ის ორპარტიული სისტემა, როდესაც „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ მონოპოლიზებული აქვთ პოლიტიკური სივრცე.
„ეროვნულ საბჭოში“ თავისუფალი საქართველო, ტრადიციონალისტთა კავშირი, ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა და ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობაა გაერთიანებული.