წყალტუბოში, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა წყალტუბოს მერთან და წყალტუბოს მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად ცნობილი ქართველი კლასიკოსი მწერლის, ოტია იოსელიანის ბიუსტი საზეიმოდ გახსნა.
ეს პირველი ძეგლია, რომელიც ქართული მწერლობის ერთ-ერთ თვალსაჩინო წარმომადგენელს მშობლიურ ქალაქში დაუდგეს. ღონისძიებას მწერლის ოჯახის წევრებთან ერთად, ადგილობრივი თვითმმართველობის პირველი პირები, ცნობილი მწერლები და საზოგადო მოღვაწეები დაესწრნენ.