ქართველ კინორეჟისორს ოთარ იოსელიანს 85 წელი შეუსრულდა. რეჟისორი არაერთი დოკუმენტური და მხატვრული ფილმის ავტორია, მათ შორის არის: “გიორგობისთვე“, რომლისთვისაც რეჟისორმა კანის კინოფესტივალის სპეციალური კინოპრესის ჯილდო და ჟორჟ სადულის პრიზი დაიმსახურა.
რეჟისორის ცნობილი ფილმებია ასევე, „იყო შაშვი მგალობელი“ და „პასტორალი“. ამ უკანასკნელმა ბერლინის ფესტივალის კინო-პრესის ჯილდო დაიმსახურა. 80-იანი წლების დასაწყისიდან ოთარ იოსელიანი საფრანგეთში მოღვაწეობს.
რეჟისორის იუბილესთან დაკავშირებით, პირველი არხი და სტუდია “ეპოქა” წარმოგიდგენთ ქეთევან სადღობელაშვილისა და გიორგი ებრალიძის ფილმს – “შავ-თეთრი”. ფილმი ეთერში დღეს, 20:00 საათზე გავა.