ცნობილი ქართველი რეჟისორის შემოქმედებას ხვალიდან კიდევ ერთხელ გაიხსენებენ. ეროვნული არქივის კინოთეატრი ოთარ იოსელიანის ფილმების რეტროსპექტივას უმასპინძლებს. საქართველოში გადაღებულ და საკმაოდ რეზონანსულ ფილმებთან ერთად ნაჩვენები იქნება საფრანგეთში მოღვაწეობის დროს შექმნილი ორი ნამუშევარიც.
მაყურებელი ჯამში 22 ფილმს ნახავს, მათ შორის დოკუმენტურ სურათებსაც. საფრანგეთში რესტავრირებული, მაღალი გარჩევადობის ფილმების ჩვენება ეროვნული არქივის კინოთეატრში სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება.