რეჟისორი, რომლის შემოქმედებამ საქართველოს არაერთი საერთაშორისო აღიარება მოუტანა – საზოგადოებამ ოთარ იოსელიანი დღეს უკანასკნელ გზაზე გააცილა.
ხელოვანი მკვეთრად გამორჩეული ინდივიდუალური ხედვით და ფილმებით, სადაც ანტისაბჭოთა განწყობები მძაფრად იყო გადმოცემული. ჩვენს რეპორტაჟში გამოყენებული იქნება პირველი არხის არქივში დაცული უნიკალური ჩანაწერები და ფრაგმენტები სხვადასხვა დროს ჩაწერილი ინტერვიუებიდან.
რეჟისორის მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების გამო საბჭოთა რეჟიმის მიმართ, რომელიც მის ფილმებშიც იგრძნობოდა, ოთარ იოსელიანის რამდენიმე ნამუშევარი რეპრესიულმა რეჟიმმა საერთოდ აკრძალა. თუმცა მოგვიანებით, ამ ფილმებმა არაერთი პრესტიჟული ჯილდო და საერთაშორიო აღიარება მოიპოვეს.
საქართველოს სახალხო არტისტი, კინორეჟისორი და ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე ოთარ იოსელიანი 89 წლის ასაკში გარდაიცვალა.