ოთარ ფარცხალაძის საქმე - ირაკლი შოთაძის განცხადება

გენერალური პროკურორის განცხადებით, ოთარ ფარცხალაძის საქმეზე პროკურატურა საპროკურორო ზედამხედველობას ახორციელებს. მისივე თქმით, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, დეტალებზე ვერ ისაუბრებს. შოთაძის განმარტებით, გამოძიებას სუს-ი აწარმოებს და ტარდება ყველა საჭირო ღონისძიება. როგორც შოთაძემ განაცხადა, 2013 წლიდან ფარცხალაძეს არანაირი შეხება არ ჰქონია პროკურატურასთან და მათაც მხოლოდ სამსახურებრივი ურთიერთობა ჰქონდათ.