ოთარ ფარცხალაძის განცხადება

ოთარ ფარცხალაძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაწესებულ სანქციებს წერილობით პასუხობს. მისი შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ათწლიანი დისკრედიტაციის კამპანიის დაგვირგვინებაა. ფარცხალაძე ყველა სამართლებრივი და იურიდიული შესაძლებლობის გამოყენებას აპირებს იმისთვის, რომ საკუთარი უდანაშაულობა დაამტკიცოს.

„როგორც სახელმწიფო დეპარტამენტისგან, ისე ჩემ წინააღმდეგ ორკესტრირებული კამპანიის ავტორებისა და მასში ჩართული ადამიანებისგან, თუნდაც ერთ ფაქტს, ერთ მტკიცებულებას მოვითხოვ, რომელიც განცხადებაში წარმოდგენილ ცრუ ბრალდებებს მინიმალურად მაინც გაამყარებს, თუმცა, შემიძლია საზოგადოება დავარწმუნო, რომ ასეთი რამ ბუნებაში საერთოდ არ არსებობს!“ – აცხადებს ოთარ ფარცხალაძე ტელეკომპანია „რუსთავი 2“-სთვის გაგზავნილ წერილში.

ოთარ ფარცხალაძე აშშ-ის სანქცირებულთა სიაში