ოთარ ფარცხალაძის მიმართ აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციები ისევ პოლიტიკური შეფასებების საგანია. ოპოზიციას ახლა ერთი მთავარი კითხვა აქვს – დაიწყება თუ არა ფარცხალაძის საქმიანობასთან დაკავშირებით გამოძიება. სანქციების დაწესების შესახებ ინფორმაცია აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა გაავრცელა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ოთარ ფარცხალაძეს ქართველ-რუს ოლიგარქად მოიხსენიებს, რომელთანაც რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური მუშაობდა, რათა რუსეთის სასარგებლოდ გავლენა მოეხდინა ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე. დეპარტამენტის ვებგვერდზე აღნიშნულია ისიც, რომ ოთარ ფარცხალაძე სასანქციო სიაში რუსეთის ეკონომიკის საკონსულტაციო სექტორის მენეჯმენტში საქმიანობისთვის არის წარდგენილი.
ოთარ ფარცხალაძის განცხადება