ორთვიანი ლოდინის შემდეგ საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოძრაობას იწყებს - რა წესების დაცვით გადავაადგილდებით ხვალიდან და როდიდან უბრუნდება ქვეყანა ცხოვრების ჩვეულ რიტმს
ხვალიდან ჩვეულ სამუშაო რეჟიმს უბრუნდება მუნიციპალური ტრანსპორტიც. თუმცა, მძღოლებსა და მგზავრებს გარკვეული წესების დაცვა მოუწევთ. შეზღუდვების მოხსნის ყველაზე სარისკო ეტაპზე ეპიდემიოლოგების მთავარი მოწოდება პირბადეების ტარება და ერთ სივრცეში დიდი რაოდენობის შესაზღუდად, მგზავრთნაკადების კონტროლია.
პირველი და რვა ივნისიდან გაიხსნება სავაჭრო ცენტრები, რესტორნები და სასტუმროებიც, სადაც ინფექციისგან თავდასაცავად, ასევე გარკვეული რეგულაციებია შემუშავებული. ისევ უცნობი რჩება სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსებისა და სავალუტო ჯიხურების ამუშავების დრო.