ორმხრივი შეხვედრები გენასამბლეის ფარგლებში

ირაკლი ღარიბაშვილი საუდის არაბეთის სამეფოს ტურიზმის მინისტრს შეხვდა. მხარეებმა განიხილეს მიღწეული შეთანხმებების შესრულების დინამიკა და ამ მიმართულებით სამომავლო გეგმები დასახეს. აღინიშნა, რომ მდგრადი ტურიზმის პრინციპების, ინოვაციებისა და განათლების სფეროს განვითარების მიმართულებით საუდის არაბეთის სამეფოს ინიციატივები მისასალმებელია.

იმსჯელეს განახლებადი ენერგიის, უძრავი ქონების, ლოგისტიკური ცენტრების მიმართულებით. ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს მთავრობა მოწოდებულია, გადადგას ყველა საჭირო ნაბიჯი საუდის არაბეთის სამეფოსთან თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით.