90-იან წლებში საბერძნეთში საქართველოს საელჩოსთვის დროებით გადაცემული ორი ტილო ეროვნულ გალერეას დაუბრუნდა. საუბარია გივი თოიძის ნამუშევარზე „ძველი თბილისი“ და კოტე ჭანკვეტაძის – „ნატურმორტზე“. საბერძნეთში სპეციალურად ამ მიზნით იმყოფებოდა კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები და ნახატების ოფიციალური გადმობარების ცერემონია შედგა.
აღსანიშნავია, რომ ექსპონატების დაბრუნების პროცედურა, 2021 წლამდე, მუზეუმს არ წამოუწყია.