ორი მეგობრის ქველმოქმედების ამბავი. 23 წლის ნიკას და 32 წლის ანას ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, სოფელ შრომაში ყველა იცნობს. ატარებენ საქველმოქმედო აქციებს, აწყობენ გამოფენა-გაყიდვებს, დადიან კარდაკარ და აგროვებენ თანხას იმისთვის, რომ გაჭირვებულ ადამიანებს დახმარება გაუწიონ. ზრუნავენ მარტოხელა მოხუცებზე.
ორი მეგობრის ინიციატივას სოფელიც შეუერთდა.