პარლამენტი მოძრაობა „ხალხის ძალის“ ორივე საკანონმდებლო ინიციატივის განხილვას იწყებს. თუმცა, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საკითხზე მომზადებული კანონპროექტი ჯერ კიდევ განხილვებამდე გახდა კრიტიკის საგანი, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.
უკვე ცნობილია, რომ მმართველი გუნდი პირველი მოსმენით ორივე კანონპროექტს მხარს დაუჭერს, რის შემდეგაც, ორივე დოკუმენტი დასკვნისთვის ვენეციის კომისიაში გადაიგზავნება.
მხარეთა პოზიციებს მანანა დევაძე გაგვაცნობს.