მიიღებს თუ არა საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს. ორი დღე რჩება ევროკომისიის პირველადი ანგარიშის გამოქვეყნებამდე – 8 ნოემბერს გაირკვევა, როგორ აფასებს ევროპული სტრუქტურა საქართველოს მიერ 12 რეკომენდაციის შესრულებას.
პარალელურად, თბილისს დღიდან აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში ევროკავშირისა და წევრი ქვეყნების, მათ შორის, ესპანეთის, საგანგებო დავალებათა ელჩების დელეგაცია სტუმრობს. შეხვედრა გაიმართება ირაკლი ღარიბაშვილთან და ილია დარჩიაშვილთან. საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნული ვიზიტის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე მიუთითებენ.