ხანძრის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა ხელვაჩაურში, სოფელ შარაბიძეებში. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი ორსართულიანი სახლის პირველ სართულზე გაჩნდა. ძლიერი დაკვამლიანების გამო, სახლში მყოფი ორი ადამიანი გაიგუდა. სახლში მყოფი კიდევ ერთი პირი კი, საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ადგილზე ხანძრის ლოკალიზებისთვის სამი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა.