ორგანიზებული ნარკოდანაშაულის საქმე - ფიგურანტი პირებისთვის ბრალის წარდგენის პროცედურები დაიწყო

ორგანიზებული ნარკოდანაშაულის საქმე – ახალ ბრალს გიორგი გიორგანაშვილს, იგივე ბახალას ორშაბათს წარუდგენენ. რა მტკიცებულებების საფუძველზე გადაწყვიტა გამოძიებამ ბრალის დამძიმება ადვოკატისთვის, ჯერ უცნობია. რაც შეეხება ირაკლი ქორიძეს, რომელსაც  გამოძიება ორგანიზებული ნარკოდანაშაულის მთავარ ფიგურანტად ასახელებს, ბრალი დღეს წარედგინება.  გამოძების მიერ წარმოდგენილი სქემით, სწორედ  ქორიძემ გაუწია ორგანიზება რეანომობილით თურქეთიდან საქართველოში ნარკოტიკული საშუალების შემოტანას.

გამოძიებისვე ინფორმაციით, რეანომობილს ჯაბა ხულორდავა მართავდა, რომელსაც ნარკოტიკები თურქეთში გიორგი გიორგანაშვილმა, იგივე ბახალამ გადასცა.

გიორგი კობერიძე დეტალებით – რა წერია ქორიძისთვის წარდგენილ ბრალის დადგენილებაში და რა კავშირი ჰქონდა ქორიძეს საქმეში ფიგურანტ ხულორდავასთან?