„ოქროს ტალღა 2018“ 26 ივნისს გაიმართება

„ოქროს ტალღა 2018-ის“ დაწყებამდე ორი კვირა რჩება. დაჯილდოების დეტალებზე ორგანიზატორებმა და წინა წლის გამარჯვებულებმა ისაუბრეს. „ოქროს ტალღა 2018“, წელს,  15 მუსიკალურ ნომინაციაში გამარჯვებულებს წარადგენს.  წლის მთავარ მუსიკალურ დაჯილდოებას,  მუსიკალურად,  ნიკოლოზ რაჭველი ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან და გრემის ორგზის მფლობელ ლიზა ფიშერთან ერთად გააფორმებს.

პროექტი ხუთი წლის წინ,  რადიოჰოლდინგმა „ფორტუნამ“ დააფუძნა. „ოქროს ტალღა 2018-ის“ დაჯილდოების ცერემონიალი 26 ივნისს, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება.