„წლის დეტექტივი“- 2022

საქართველოში უკვე მეორედ ტარდება კონკურსი „წლის დეტექტივი“, რომელიც გამარჯვებულს სამ ნომინაციაში გამოავლენს. ნამუშევრების მიღება უკვე დაწყებულია და ეს პროცესი პირველ ივნისამდე გაგრძელდება. კონკურსი დეტექტიური ჟანრის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად და არ არის გამორიცხული, რომ გამარჯვებული სცენარი მხატვრულ ფილმსაც დაედოს საფუძვლად. კონკურსში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.