წალენჯიხის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღებსა და სკოლამდელი აღზრდის ცენტრში ოპტიმიზაცია იგეგმება.
რეფორმის შესახებ წალენჯიხის მერმა სოფლების რწმუნებულებს თავად აცნობა. საბავშვო ბაღების და სკოლამდელი აღზრდის ცენტრის დირექტორი აცხადებს, რომ ოპტიმიზაცია გარდაუვალია, თუმცა მისი თქმით, თანამშრომლები, რომლებიც ახლა გათავისუფლდებიან, გადამზადებას გაივლიან და შემდეგ სხვა თანამდებობას დაიკავებენ. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 35 საბავშვო ბაღში 491 აღსაზრდელი და 368 თანამშრომელია. რეფორმის შედეგად საბავშვო ბაღებში 333 თანამშრომელი დარჩება.